12:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 17:45:37, 1037 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - სანამ გადავდგებოდი, ჩემი ორგანიზებით, სოხუმისა და ცხინვალის ციხეებიდან ყველა ქართველი პატიმარი იქნა გამოშვებული

ჩემი ორგანიზებით, ჩემი კოორდინაციით, აფხაზეთიდანაც, სოხუმის ციხიდან და ცხინვალის ციხიდან ყველა ქართველი პატიმარი იქნა გამოშვებული. ეს იყო ჩემი ჩართულობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან აღნიშნა, საქართველოს ბევრი მოქალაქე რუსეთის ფედერაციის ციხეებიდანაც გათავისუფლდა.

"მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი მაშინ, როდესაც ჩვენს მიერ შექმნილი ფორმატის გამოყენებით, ჩვენი სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ჩართულობით, ძალიან ბევრი მოქალაქე გათავისუფლდა რუსეთში ციხეებში ვინც იხდიდა სასჯელს - ჯერ კიდევ წინა მთავრობის ომის დროს დაპატიმრებულები. ეს ერთი ფაქტი, კონკრეტული შედეგი...

მეორე - მე სანამ გადავდგებოდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, აქტიური კომუნიკაცია მქონდა სხვადასხვა არხების გამოყენებით და სწორედ ჩემი ორგანიზებით, ჩემი კოორდინაციით, აფხაზეთიდანაც, სოხუმის ციხიდან და ცხინვალის ციხიდან ყველა ქართველი პატიმარი იქნა გამოშვებული. ეს იყო ჩემი ჩართულობა...

ამაზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა. სუს-ი არის აქტიურად ჩართული, ჩვენი პოლიცია და მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია. ადამიანებს გადაწურული ჰქონდათ იმედი - ერთი სპეცრაზმელი იყო, 20-25 წელი ჰქონდა მისჯილი სოხუმის ციხეში. ბევრი რაღაცები გავაკეთეთ. რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ და კიდევ გავაკეთებთ უფრო მეტს. ამაზე მიდის მუშაობა და დამერწმუნეთ, შედეგები იქნება",- თქვა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics