12:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 15:27:09, 853 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ენმ-ი გამოდის ინიციატივით, რომ საპენსიო ასაკმა 60 წლამდე დაიწიოს და პენსია 400 ლარი იყოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია გამოდის ინიციატივით, რომ საპენსიო ასაკმა 60 წლამდე დაიწიოს.

ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ის ინიციატივაა ასევე, რომ მინიმალური პენსია 400 ლარს შეადგენდეს.

“ღვარძლი, დაპირისპირება, რუსი ოლიგარქის მიერ ხელდასმული პრემიერ-მინისტრის გაბოროტებული საუბარი. მის საუბარში არსად არ იყო ნახსენები ხალხის კეთილდღეობა, არსად არ იყო ადამიანზე, მოქალაქეზე ზრუნვა და ისაუბრა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის, ხალხი გამდიდრებულია, არადა თავად გამდიდრდა ხალხის ხარჯზე, თავად გაამდიდრა მისი მთავრობის წევრები, ამაზე გულისხმობდა, რომ ამბობდა ყველაფერი კარგად არისო.

ამასობაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენ, პირადად მე მოვიარე ათეულობით მუნიციპალიტეტი, ვხვდები მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობას და მთავარი პრობლემა რაც აწუხებს ხალხს და რაზეც არ უსაუბრია ირაკლი ღარიბაშვილს - საუბარია იგივე საპენსიო ასაკის დაწევაზე, რომელი ინიციატივითაც გამოვდივართ ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ და ვამბობთ შემდეგს, რომ საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის გახდეს 60 წელი და 60 წელი რომ გახდება საპენსიო ასაკი, მინიმალური პენსია უნდა დაიწყოს 400 ლარიდან და არა ის, რომ 70 წლის შემდეგ გაგეზრდებათ თურმე პენსია",- ამბობს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics