|
2015-01-06 20:53:57, 4675 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში ფორუმზე დასასწრებად მიემგზავრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში ფორუმზე დასასწრებად მიემგზავრება. საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით, ფორუმი ევროპის წელს ეძღვნება. მისივე თქმით, პრემიერის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ფორუმზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვყნებიდან მხოლოდ საქართველოა მიწვეული. "ვიზიტები, რომელიც ვახსენე და 2 დღეში პრემიერი მიემგზავრება სპეციალურად ფორუმზე, რომელიც გაიხსნება რიგაში და ეძღვნება ევროპის წელს, რომელიც არის ევროპის განვითარებაზე ორიენტირებილი წელი და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ იქნება პირველი მასშტაბის ღონისძიება ლატვიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დაწყების აღსანიშნავად. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოა მოწვეული და სპეციალურ პანელზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება სპეციალური გამოსვლა",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)