19:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 11:06:16, 686 ნახვა

ეკონომიკა
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

სოფლის განვითარების სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის კოორდინატორი იმედა ალხაზიშვილი, ყვარლის მერი გივი ზაუტაშვილი და სადაზღვევო კომპანიის „თიბისი დაზღვევა“ წარმომადგენლები, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერ დავით ქემოკლიძეს შეხვდნენ და დაზიანებული ვენახი დაათვალიერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, დავით ქემოკლიძეს 6 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 75% გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. დავით ქემოკლიძე ზარალის ანაზღაურების თანხას 42,900 ლარს, სადაზღვევო კომპანიისგან „თიბისი დაზღვევა“ მიიღებს. მან 4,4 ჰა ფართობზე 7,015 ლარის ღირებულების დაზღვევის პოლისის შესაძენად, 30%, გადაიხადა, ხოლო 70%-იანი თანადაფინანსება, 4,911 ლარი სახელმწიფოსგან მიიღო.

„დაზღვევა მინიმუმამდე ამცირებს სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 50 ჰექტარი. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. მოვუწოდებ ფერმერებს, ჩაერთონ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და დააზღვიონ მოსავალი“,- აღნიშნა, აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა, იმედა ალხაზიშვილმა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა პირი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის ვაზზე.

2014 წლიდან ჯამში, 65 ათას ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 150,700-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 140 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი; ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67 მლნ ლარზე მეტია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics