|
2023-06-26 15:59:16, 1715 ნახვა
რეგიონი
ავიაკომპანია WizzAir-ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა
ავიაკომპანია WizzAir-ის მგზავრებს აჭარაში მოგზაურობის მიზეზებს აცნობს. „ბათუმში სტუმრობის 10 მიზეზი“ ამ სახელწოდებით სტატიას ვიზეარის მილიონობით მგზავრი ზაფხულის განმავლობაში გაეცნობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის ,,Wizz” ივნისი, ივლისი, აგვისტოს გამოცემებშია განთავსებული. „სტატიაში წამორჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ქართული ტრადიციები და სამზარეულო, მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, ქართული სტუმართმოყვარეობა, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებები. კომპანია WizzAir ფრენებს მსოფლიოს 51 ქვეყნის 190-ზე მეტ ქალაქში ანხორციელებს. მის საბორტო ჟურნალს კი ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიებსა და პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას აგრძელებს. ამჯერად, აჭარის საიმიჯო კამპანიები მიმდინარეობს საერთაშორისო ტელევიზიებში Euronews, Deutsche Welle, BBC. რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა. სტატიის ბმული: https://lxm-group.aflip.in/wizz_June_July23_No_Cafe.html#page/100“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)