11:07 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 15:38:13, 1152 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე ბრალს აღიარებს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ბრალს აღიარებს,- აღნიშნულის შესახებ სერგო შუბითიძის ადვოკატმა, დარეჯან ბუცხრიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს დაცვის მხარე გირაოს გამოყენების შეუამდგომლობით მიმართავს. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მას შეეშალა სხვა ტელეფონი და არა პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. აღკვეთზე ჩვენი პოზიციაა ისაა, რომ რადგან პირი აღიარებს, ნაკლებად მძიმე დანაშაულია, მას ოჯახი ჰყავს, სამი შვილი ჰყავს, ოჯახი ელოდება, არ უნდა იყოს ასეთი მკვეთრი ბრალდების მხარე და თვითონ სასამართლოც გადაწყვეტს, ალბათ. რა თქმა უნდა, გირაოს შევთავაზებთ",- განაცხადა დარეჯან ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 25 ივნისს გავრცელდა.

პროკურატურის ცნობით, შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს.

მანამდე, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილი გამომძიებელი აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოება იყო. 

შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა და ამბობდა, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული ყოფილიყო.

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნული დასკვნით საქმე დაიხურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics