|
2023-06-26 15:20:27, 653 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - არ ვუშვებთ, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იქნას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის
ჩვენი პოლიტიკაა, რომ ჩვენ არ ვუშვებთ, საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იქნას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, "არცერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა". "არცერთი კითხვის ნიშანი საქართველოს მიმართ არ არსებობს რაც შეეხება სანქციების რეჟიმს. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ჩვენ არ ვუშვებთ, საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იქნას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის და არცერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა და უფრო მეტიც, დაახლოებით, 1 300-მდე საზღვრის კვეთა, გადაზიდვა შეჩერდა, ვინაიდან იყო ან სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული ან ისეთი საგნები, რომლებიც სანქციების ქვეშ იყო. სხვათაშორის, გამომგზავნები იყვნენ მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ, პრობლემები უნდა ვეძებოთ იქ, საიდანაც იგზავნება სანქცირებული ტვირთი და იქ უნდა ვეძებოთ, სადაც იგზავნება",- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. ცნობისთვის, დღეს საქართველოს სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ო'სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას განიხილავს.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)