|
2023-06-26 13:43:05, 1320 ნახვა
სამართალი
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ღარიბაშვილისა და კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ავრცელებს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ცნობით, მოსარჩელე მათგან საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15-15 ლარის ოდენობით თანხის გადახდას ითხოვს. "დღეს, "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გამართა პრესკონფერენცია ლაზარე გრიგორიადისის სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" წარმოადგენს მოსარჩელე ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს, რომელიც სამოქალაქო სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვს, მის შესახებ საჯაროდ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების გავრცელების გამო, დაეკისროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე, ასევე, მოითხოვს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ",- აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1-ელ მაისს, სასამართლომ გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)