19:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 11:51:03, 776 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე გვარამიას შეწყალებაზე - აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია პოლარიზაციის გამწვავებისკენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "მთავარი არხის" გენრალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გამწვავებას. ამის შესახებ კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება შეაფასებს. 

„არ მინდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში შევიდე და პოლემიკა გავმართო, პირველ რიგში, ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაფასებს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია პოლარიზაციის გამწვავებისკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics