|
2023-06-23 23:03:57, 1098 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელია, Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა
ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ადვოკატი ლაშა კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს. "რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის კერძო საბანკო სფეროში კლიენტი იყო. სწორედ, მაშინ გახდა ცნობილი რომ ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან. ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიაში რამდენიმე საჩივარი შეიტანა და „კრედიტ სუისის“ ბერმუდის შვილობილ კომპანიას უჩივლა. Credit Suisse-ი, დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი იყო წარმატებული თაღლითი ოპერატორი, რომელიც 2018 წელს სისხლის სამართლის წესით დამნაშავედ ცნეს და 2020 წელს ვადამდელი გათავისუფლების შემდეგ, თავი მოიკლა. ლესკოდრონის წინააღმდეგ შვეიცარიაში წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ ბანკი დამნაშავე მხარე იყო. 2022 წლის მარტში ბიძინა ივანიშვილმა მოიგო 607 მილიონი დოლარის ღირებულების სასამართლო დავა ბერმუდის სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ „კრედიტ სუისის“ ადგილობრივმა სადაზღვევო განყოფილებამ თვალი დახუჭა ლესკადრონის თაღლითობაზე.
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)