|
2023-06-23 12:29:18, 764 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - პროგრესია 12-დან 3 რეკომენდაციასთან დაკავშირებით - სხვა სფეროებში უფრო მეტი უნდა გაკეთდეს
აღინიშნა, რომ პროგრესია 12-დან 3 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და ისიც, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს სხვა სფეროებში,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. დეგნანის თქმით, 12 რეკომედაციის შესრულება რთულია, მაგრამ ყველა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიური განვითარებისა და საქართველოს სისტემისთვის. "აღინიშნა, რომ პროგრესია 12-დან 3 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და ისიც, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს სხვა სფეროებში. პარლამენტის გადაწყვეტილება, რომ შეეჩერებინათ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება, კარგად შეფასდა. ვენეციის კომისიამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ მკაფიოდ თქვეს, რომ არსებული სახით ეს კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და უკეთესი გზა პოლიტიკური და ფინანსური გავლენის პრობლემების მოსაგვარებლად სისტემური რეფორმების გატარებაა. ყველას ესმის, რომ 12 რეკომედაციის შესრულება რთულია, მაგრამ ყველა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიური განვითარებისა და უშუალოდ საქართველოს სისტემისთვის",- განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ 22 ივნისს, შვედეთში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესის შესახებ შუალედურ ზეპირ მოხსენებას მოუსმინეს. როგორც მოხსენებისას ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან საქართველომ სრულად 3 შეასრულა. მისვე თქმით, პრიორიტეტების შესრულებისთვის საქართველომ უნდა დაასრულოს უხეში რიტორიკის გამოყენება და პატივი სცეს წინა პოლიტიკურ შეთანხმებებს.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)