21:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 20:07:22, 644 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი თურნავაზე - ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ძარცვის ხარჯზე დამატებით მილიონებს იშოვის

ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ძარცვის ხარჯზე დამატებით მილიონებს იშოვის, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავას არჩევის საკითხს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა და უჩა მამაცაშვილმა ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე მათი კადრი განაწესეს, რითაც საჭირო მოთხოვნებს "ძალიან მარტივად შეისრულებენ".

„ეკონომიკის მინისტრი რომ იყო, მაშინ შეჭამა საქართველოს ბიუჯეტი, გახრა პირდაპირი მნიშვნელობით ის, რაც ქართველი ხალხის იყო და ამასობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და პირადად უჩა მამაცაშვილმა მისი კადრი განაწესა ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებით როგორც მოუნდებათ, მათ შორის საბანკო ოლიგარქიის მართვა, დამატებით როგორც მოისურვებენ დოლარის კურსის ცვლილებით მილიონების შოვნას ძარცვის ხარჯზე, ძალიან მარტივად შეისრულებს უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უჩა მამაცაშვილის კადრი დანიშნეს ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე და ჩააბარეს ის სისტემა, რომელი სისტემიდანაც გატარებული პოლიტიკის გამო ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ძარცვის ხარჯზე დამატებით მილიონებს იშოვის. უნდა დავშალოთ ეს ოლიგარქია, უნდა გავიმარჯვოთ რუსულ კრიმინალურ ხელისუფლებაზე  და მხოლოდ ამის შემდეგ ასეთ ნეპოტისტურ, კრიმინალურ გადაწყვეტილებებს მოეღება ბოლო", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე სებ-ის საბჭომ აირჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics