14:54 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 16:07:38, 1195 ნახვა

ეკონომიკა
AEO - კომპანიების ახალი სტატუსი და გამარტივებული საბაჟო ფორმალობები ბიზნესისთვის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ საქართველოში რეგისტრირებულ 5 კომპანიას (შპს „დემასი“, შპს „გოსელინ მობილითი ჯორჯია“, შპს „შარმ ტრეიდინგი“, შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, სს „შატო მუხრანი“) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოში, აღნიშნულ სტატუსს, შპს „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანიისა“ და შპს „ჰავი ლოჯისტიკსის“ ერთად უკვე 7 კომპანია ფლობს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება. დამატებითი ინფორმაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსისა და მიღების წესის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.rs.ge/LegalEntityAuthorizedPersons?cat=2&tab=1

„თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, კიაზო ახალაია და ელგუჯა ბერანძე, ასევე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics