22:22 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 15:12:53, 785 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - როგორც არ უნდა დამაიზოლირონ პუტინისტებმა, მაინც მოგაწვდით ჩემს ხმას

ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა დამაიზოლირონ თქვენგან პუტინისტებმა, მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" დაშინებისა და სიძულვილის რუსული პარტიაა.

“ოცნება” არის დაშინების და სიძულვილის რუსული პარტია, ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა.

მე აღმოვჩნდი იქ, სადაც ვარ საქართველოს მონატრების გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ გამნელებია და არ მინანია საქართველოს სიყვარული.

გაიხსენეთ ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეს პრეზიდენტის სასახლეზე ავაწევინე გულებიანი საქართველოს დროშა და ამან მაშინვე გამოიწვია “ოცნების პროტესტი”.

გავიდა 10 წელი და ეს სიყვარული მხოლოდ გამიძლიერდა.

მე მინდა, პირველ რიგში, გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები და ამის შემდეგ გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯების ჩემეულ ხედვას.

ამიტომ, დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა დამაიზოლირონ თქვენგან პუტინისტებმა, მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას",- წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics