|
2023-06-21 10:36:02, 960 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონო წვდომა მოიპოვეს უცხოური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაზე და მათი კონტრაგენტი საწარმოების იდენტური დასახელების იურიდიული პირები დააფუძნეს საქართველოში. „მსჯავრდებულებმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და საფრანეგთში ოპერირებად კომპანიებს, რომელთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ ელექტრონული ფოსტის მიმოწერიდან, კონტრაგენტი საწარმოების სახელით გაუგზავნეს ცრუ შეტყობინებები და გასაწევი მომსახურების/შესაძენი საქონლის ღირებულება, მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, 2020 წლის განმავლობაში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ არარეზიდენტი კომპანიების კუთვნილ ჯამში 655 808 აშშ დოლარს. გამამტყუნებელი განაჩენით ოთხივე მსჯავრდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)