22:22 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 19:54:06, 959 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - შემდეგზე ვისაც გამომიგზავნით, რამეს მოვტეხ და ისე დაგიბრუნებთ

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" - ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ, როდესაც ის სახლში არ იმყოფებოდა, მასთან სახლში ტელეკომპანია POSTV იყო მისული, რომელიც ძიძამ სახლში არ შეუშვა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მომხდარის შემდეგ ის ქვემოთ ჩავიდა და მათ შეხვდა რა დროსაც ისინი დაზიანებული თვალზე უმახვილებდნენ ყურადღებას და ირონიულად სთხოვდნენ, რომ სათვალე მოეხსნა.

ზურაბ ჯაფარიძემ მმართველ პარტიას მიმართა, რომ თუ კიდევ განმეორდება მსგავსი ფაქტი, ის ფიზიკურად იძალადებს, მათზე, ვინც მის ოჯახსა და სახლს მიუახლოვდება.

"სახლში მოვედი და ძიძამ მითხრა, ასე 2 საათის წინ პოს ტვ იყო მოსული და არ შემოვუშვიო, სახლში მხოლოდ ბავშვები და ძიძა იყვნენ. არ წავიდოდნენ ეგენითქო ვიფიქრე და ჩავედი ეზოში, იქ იყვნენ დამალულები მოვიდნენ და ‘იი, სათვალე მოიხსენი’ დამიწყეს, ამ &ლეებს ჰგონიათ ჩალურჯებული თვალით შემარცხვენენ, აგერაა ჩემი თვალი, ამის გამკეთებელმა პასუხი მიიღო, შემდეგზე ვისაც მომიგზავნით, რამეს მოვტეხ და ისე დაგიბრუნებთ.

შემდეგზე, მინიმუმ ერთი კათეტერი დასჭირდება. დედას მოვუტ&ნავ ყველას ვინც კიდევ ეცდება მომეპაროს, ჩამარტყას და გაიქცეს, ჩემ ოჯახთან ახლოს აღარ დაგინახოთ, თორემ მოგიტ&ნავთ რუს დედებს. ახლა წაიღეთ და ტრაკში გაიკეთეთ ეს ფოტო", - წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics