01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 17:16:13, 936 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ერთ დროს საქართველო უკრაინის მთავარი მოკავშირე იყო, ახლა კი უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდა

მრცხვენია, რომ საქართველო მართლაც გახდა მთავარი ჰაბი იმ ნაცრისფერი სქემების, რომლითაც უკრაინელების მკვლელი რაკეტები კვებავენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ერთ დროს საქართველო უკრაინის მთავარი მოკავშირე იყო, "ახლა კი უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდა". 

"მე მრცხვენია, რომ საქართველო მართლაც გახდა მთავარი ჰაბი იმ ნაცრისფერი სქემების, რომლითაც უკრაინელების მკვლელი რაკეტები კვებავენ.

საქართველოდან რუსეთში მაცივრების და სარეცხი მანქანების ექსპორტი სამჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, სომხეთიდან და თურქეთიდან ტრანზიტი საქართველოს გავლით მიმდინარეობს.

ერთ დროს საქართველო უკრაინის მთავარი მოკავშირე იყო, ახლა კი საქართველოს რუსული მთავრობა უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდა. ყველაფერს გავაკეთებ ამის შესაცვლელად",- წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics