14:53 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 12:54:45, 1162 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგია USAID-ის პროგრამის „ძლიერი სოფლის პროგრამა“ აღმასრულებელ დირექტორს, დინა კარიჩის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ძლიერი სოფლის პროგრამა“ აღმასრულებელ დირექტორს დინა კარიჩის შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობის შუალედური ანგარიში პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, შალვა ფიფიამ წარმოადგინა.

"ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მინისტრის განცხადებით, ეფექტიანი და შედეგიანი მუშაობისთვის მნიშვნელოვანია  თითოეული პროექტის მიზნებისა და მიღწეული პროგრესის დეტალური გაზიარება,  რათა სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული, კონკრეტული სექტორის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები იყოს ერთმანეთის შემავსებელი და მიზნობრივი სეგმენტის საჭიროებებზე ორიენტირებული.

საუბარი შეეხო, პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე 11 მუნიციპალიტეტსა და 94 თემში ჩატარებული კვლევის შედეგების მნიშვნელობის საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ ხუთწლიანი პროექტის პრიორიტეტულ მიმართულებებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის  ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით,  სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებასთან ერთად, ითვალისწინებს სამიზნე თემებში მოქმედი საწარმოების მიერ როგორც ადგილობრივი, ისე, საერთაშორისო ბაზრების ათვისების და ეკონომიკური დივერსიფიკაციის  მიზნით ინვესტიციების მოზიდვას.

ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, რომ პროექტის სამიზნე თემებში, ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ამ დროისთვის, ჯამურად, მიღებულია 150-ზე მეტი საგრანტო განაცხადი, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, USAID- ის ეკონომიკური ზრდის ოფისის და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics