|
2023-06-16 17:53:41, 1534 ნახვა
რეგიონი
კასპის მერი სოფელ ხოვლეში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ხოვლეში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სოფელში 1 300 გრძივი მეტრი ორი შიდა საუბნო გზის მოხრეშვა - მოშანდაკების სამუშაოები ჩატარდა. „ამჟამად 79 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს რკინაბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა კიუვეტებით, რომლის ბიუჯეტი 11 035 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ინდ. მეწარმე დავით კოშაძე ასრულებს. სამივე პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით იქნა მიღებული“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)