13:31 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 17:03:03, 1758 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება სურს

რუსეთს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება სურს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBCNews-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია, მსოფლიომ ზეწოლა მოახდინოს კიევზე და მოითხოვოს კონფლიქტის შეჩერება.

"რუსეთს სურს, ძირი გამოუთხაროს (ზაპოროჟიეს - რედ.) ატომურ ელექტროსადგურს, ისევე, როგორც კახოვსკის აშხალს, მათ არ აინტერესებთ უკრაინის უსაფრთხოება. მათ მუდმივად სჭირდებათ აქ დესტაბილიზაცია. მათ სურთ, რომ  მსოფლიომ უკრაინაზე ზეწოლა მოახდინოს იმ ვარიანტისთვის, რომელიც მათ ესაჭიროებათ ამ კონფლიქტის დასრულებისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, თუ დასავლელი პარტნიორები უკრაინას სამხედრო ტექნიკას მასიურად გადასცემენ, ისინი ომს სწრაფად მოიგებენ.

"თუ ჩვენ მასიურად გადმოგვცემენ სამხედრო ტექნიკას, რომელიც ახლა ჩვენი პარტნიორების ბალანსზეა, უფრო სწრაფად გავიმარჯვებთ",- დასძინა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics