13:32 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 21:06:59, 1470 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ შვეიცარიის პარლამენტს მოუწოდა, რომ უკრაინაში იარაღის რეექსპორტი დაუშვან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პარლამენტს მოუწოდა, დაუშვას იარაღის რეექსპორტი უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი გენოციდის ომს აწარმოებს, ხოლო უკრაინა ქვეყნის და მსოფლიოს ინტერესებს იცავს.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა შვეიცარიას, უფრო მკაფიო კურსი ჰქონდეს იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით და შეუერთდეს ევროპელ პარტნიორებს ამ საკითხში.

„ვიცი, რომ შვეიცარიაში განიხილება უკრაინის დასაცავად სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტის საკითხი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება იარაღი, რათა მშვიდობა აღვადგინოთ უკრაინაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics