|
2023-06-14 17:52:08, 1064 ნახვა
სამართალი
ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს, გრიგოლ ნარსიას 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გრიგოლ ნარსიას, რომელიც ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში 2023 წლის შეიჭრა და 10-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა, სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. გრიგოლ ნარსია ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში 2022 წლის 20 სექტემბერს სამხედრო უნიფორმით და ნიღბით შეიჭრა, კედლებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამაგრა და სახელმწიფოსთან მოთხოვნები დააყენა. ნარსია 2 000 000 აშშ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშასა და ანკესს ითხოვდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)