|
2023-06-12 18:45:21, 1049 ნახვა
პოლიტიკა
პუტინის ადამიანის უფლებათა მრჩეველი შოთა გორგაძე ბათუმში იმყოფებოდა
ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი შოთა გორგაძე რამდენიმე კვირის წინ საქართველოში, ბათუმში იმყოფებოდა. შოთა გორგაძემ რესტორან "რეტროდან" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, ის რუსებს აჭარული ხაჭაპურის ჭამის ინსტრუქციას უხსნის და საკუთარ გამომწერებს მოუწოდებს ესტუმრონ "რეტროს" ბათუმის ფილიალს, რომელიც მათი "დიდი მეგობრის, გია აგირბას რესტორანია". "რამდენიმე კვირის წინ სტუმრად ვიყავი ჩვენს მეგობართან, გია აგირბასთან "რეტრო ბათუმში". მაესტრომ საკუთარი ხელით მომიმზადა ჩემი საყვარელი ნავუკა) იმედი მაქვს, შუაღამისას არავის პროვოცირებას მოვახდენ ამ პოსტით, რომელიც ჭამას ეხება)))", - წერს შოთა გორგაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებული რესტორან "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მის ობიექტზე დასაქმებულ პირზე. 5 ივნისს, თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე დააკავეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ამასთან ერთად, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა სოლიდარობის ნიშნად დატოვა. გარდა ამისა, 5 ივნისს, შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა და ობიექტი დამატებით 30 000 ლარით დააჯრიმა. აღსანიშნავია ასევე, რომ რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გუშინ, 6 ივნისს გაათავისუფლა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)