10:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 17:11:28, 842 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - დღეს საღამოს პრემიერს შევხვდებით - მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დღეს დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.

როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრა მთავრობის მეთაურის ინიციატივით გაიმართება.

"დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით. ჩვენ ამას მისი მიწვევით ვაკეთებთ, ამიტომ ინიციატივა პრემიერ-მინისტრის იყო, მაგრამ ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებით. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე, როგორც მთელ მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ შევდივართ საკვანძო მომენტში, როდესაც ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს გაფართოების ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას მომავალი ნაბიჯების შესახებ, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics