|
2023-06-10 16:19:19, 736 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე თსუ-ში მომხდარ ინციდენტზე - მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც ეტყობა, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით სცადეს პროვოკაციის მოწყობა
თავიდან მივიდნენ ჟურნალისტები, ამის შემდეგ მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც ეტყობა ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით სცადეს პროვოკაციის მოწყობა, რაც არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ საკადრისი პასუხი გაეცათ თავად სტუდენტების მხრიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ირაკლი კობახიძის ლექციის დასრულების შემდეგ, თსუ-ში მომხდარი ინციდენტის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, პროვოკაციის ორგანიზატორი ტელეკომპანია „ ფორმულა“ იყო, ვინაიდან აღნიშნული ტელევიზიის გადამღები ჯგუფი, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმაზე ადრე მივიდა, ვიდრე პროვოკაციის მომწყობი პირები. მდინარაძის თქმით, ინციდენტში მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ და მათ ირაკლი კობახიძის სტუდენტებისგან საკადრისი პასუხი მიიღეს. „რეალურად, ისინი, ვინც პროვოკაციას აწყობდნენ, იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, შეიძლება თსუ-ის სტუდენტი იყო, მაგრამ იქ არაფერი ესაქმებოდა. ვინც იყო ირაკლის სტუდენტი, უსმენდა ლექციას და ვისაც ეკუთვნოდა, რომ იმ ლექციაზე მსხდარიყვნენ, იმათ გასცეს საკადრისი პასუხი, როგორც ვნახე, გადაამისამართეს შესაბამის ადგილზე ის რუბლებიც“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)