|
2023-06-09 12:43:48, 622 ნახვა
ეკონომიკა
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 14,8 მლნ ლარის ღირებულების თხილის ბაღების მოვლის საშუალებები შეიძინეს
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 14,8 მლნ ლარის ღირებულების თხილის ბაღების მოვლის საშუალებები შეიძინეს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დარიცხული ქულების განაღდების პროცესის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გაეცნო. მინისტრი აგრომაღაზიაში იმყოფებოდა, სადაც ფერმერები დარიცხული ქულებით საჭირო შესაწამლ საშუალებებს იძენდნენ. ფერმერებთან საუბრის დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა უკეთესად მოვლილ ბაღებს, ხარისხიან მოსავალს და მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს. „თხილი სამეგრელოს მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სახელმწიფო ყოველთვის გვერდში უდგას ფერმერებს; ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, რომ წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვექნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად , თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამით, რომლითაც ჯამში, 90 ათასზე მეტი ფერმერი ისარგებლებს, 44 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებები განხორციელდება. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით - 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით. ამ ეტაპზე, მეთხილე ფერმერებმა 14,8 მლნ ლარის ღირებულების თხილის ბაღების მოვლის საშუალებები შეიძინეს. დარიცხული ქულების რაოდენობა 21,5 მლნ ლარს აღემატება. პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. საქართველოს მასშტაბით მოქმედ 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტოა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)