14:05 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 23:39:13, 943 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ევროპა არ უნდა იყოს ის ფორმატი, სადაც ყველა საკითხთან მიმართებაში შენ განცხადებას ვეტო ადევს

აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ინტელექტუალური გუნდია, რომელსაც შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ევროპა არ უნდა იყოს ის ფორმატი, სადაც ყველა საკითხთან მიმართებაში, ვეტო ადევს შენს განცხადებებს.

„ეს პასუხები აღარ უნდა აღიქმებოდეს დაპირისპირებად ევროსტრუქტურებთან. შეიძლება ევროპარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, სადაც წერია, რომ კეზერაშვილი მედიამენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც თურმე უნდა დავსაჯოთ და გამოვუცხადოთ სანქციები. ასეთ რეზოლუციას რომ მიიღებ, რატომ უნდა იფიქრო, რომ თავდახრილი პასუხს არ გაგცემენ? რაც მთავარია, ევროპა მართლაც არ არის ის ადგილი, ის ფორმატი არ უნდა იყოს, სადაც ყველა საკითხთან მიმართებაში, ვეტო ადევს შენს განცხადებებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics