|
2023-06-08 15:37:52, 796 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ვერ მოიტანთ ვერცერთ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან, რომ ვინმეს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს
ვერ მოიტანთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ვინმეს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს. კალაძის თქმით, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციისკენ ქმედითი ნაბიჯები გადადგა. „ვერ მოიტანთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც პრემიერ-მინისტრისგან ან ნებისმიერი ჩვენი თანაგუნდელისგან, რომ ვინმეს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს. ჩვენ ვართ ის გუნდი, ხელისუფლება, ვინც მიისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ, იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ევროპულ, დიდ ოჯახში გაწევრიანება. რეალურად, ვისაც კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები აქვს გადადგმული, ეს არის „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მოყოლებული, მაგრამ არის მეორე თემა: ამ ადამიანებს არ სიამოვნებს, როდესაც სიმართლეს ეუბნებიან. მესმის, რომ მწარე მოსასმენია და რთულია მათთვის, თუმცა ჩვენ რომ ეს თავის დროზე გაგვეკეთებინა და სიმართლე გვეთქვა, თუნდაც ჩვენი მეგობრებისთვის, ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება არ ყოფილიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც ევროპარლამენტარების მისამართით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს უცხოელი მეგობრების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება გამოიხატა. „ახლა გაიგეთ, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა? ახლა მოისმინეთ პირველად? მაკრონის განცხადებები არ მოგისმენიათ? სხვა, ჩვენი უცხოელი მეგობრების განცხადებები არ მოგისმენიათ ამასთან დაკავშირებით? ქალბატონ ვიოლას განცხადება არ მოგისმენიათ? რა თქმა უნდა, ევროპულ მომავალზე იყო საუბარი და მოვისმინე. არაერთი განცხადება მაქვს მოსმენილი. ზელენსკის განცხადება არ გაქვთ მოსმენილი? მესმის, რომ მწარეა სიმართლე და არ სურთ, მისი მოსმენა. ის უბედურება, რაც 2008 წელს მოხდა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ტერიტორიები დავკარგეთ, უამრავი ადამიანი დაიღუპა, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რა იყო, რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება. ეს არის რეალობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. დღეს, 8 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკას კონკრეტული ფაქტები აჩვენებს. "მე მინდა მოგიყვანოთ თქვენი პრემიერ-მინისტრის ციტატა ინტერვიუდან, რომელიც მან ტელეკომპანია "იმედს" მისცა - "ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, ნუ გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ისინი ცდილობენ, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ". მე აქ კიდევ მაქვს უამრავი ციტატა და შემიძლია წავკითხო ყველა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ეს კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარეა და ჩვენი მოგონილი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი დისკუსია იწვევს პოლარიზაციას საქართველოში, მინდა გირჩიოთ, რომ ნუ ადანაშაულებთ სხვებს - ჩაიხედეთ სარკეში, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად",- თქვა კალიურანდმა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)