06:41 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 12:25:48, 730 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში - უკიდურესად პანიკის ნიშანია

რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში, ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ომის მოვლენებს დააჩქარებს.

"რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია. რაც ნიშნავს რომ მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება. მთავარია ჩვენ უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს",- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდის თქმით, დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს და მაღალია სხვადასხვა ქალაქის დატბორვის რისკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics