|
2023-06-06 11:27:59, 954 ნახვა
პოლიტიკა
ჰოჯესი - მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს
მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს,- ასე ეხმაურება აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს. ჰოჯესის თქმით, პრემიერის განცხადებაზე დაყრდნობით ჩანს, რომ "მას არ აქვს არანაირი განზრახვა და ინტერესი აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" კვლავ საქართველოსთან გაერთიანდეს". "ჩემთვის ეს აღიქმება ისე, რომ საქართველო აღარ არის NATO-ს ასპირანტი. ვგულისხმობ იმას, რომ პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა NATO-ს გაფართოების გამო. მე მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს, საქართველო NATO-ს წევრი გახდეს, რადგან შიშობს და გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს თავს დაესხმება. ორი რამ - ის იყენებს კრემლის ნარატივს იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში, ეს ჩემთვის გაუგებარია და მეორე, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მის განცხადებაზე დაყრდნობით კი ჩანს, რომ მას აშკარად არ აქვს არანაირი განზრახვა და ინტერესი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ საქართველოსთან გაერთიანდეს",- განაცხადა ჰოჯესმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა 30 მაისს მიიღო. პრემიერმა განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)