18:45 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 19:03:41, 698 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი აშშ-ს მოუწოდებს, რომ მოსამართლეებს სანქციები, რაც შეიძლება მალე მოუხსნან

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, ქართველ მოსამართლეებს სანქციები რაც შეიძლება მალე მოუხსნას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე აშშ-სგან ორი თვის განმავლობაში ითხოვდა მტკიცებულებებს, მაგრამ მათი მხრიდან მტკიცებულებების წარდგენა არ მომხდარა, აქედან გამომდინარე პაპუაშვილი აღნიშნულს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

"მგონი სანქციებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ისედაც ცნობილია. მგონი ორი თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს, ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. ამიტომ, მტკიცებულებების გარეშე მიღებულო გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს და პირიქით, მოვუწოდებ მე, რომ ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას. ვინაიდან, არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ადამიანზე თავდასხმა და შეტევა მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics