20:00 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-04 22:30:32, 1059 ნახვა

პოლიტიკა
სამხარაძე - დიახ! გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული

"დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ" - წერს სოციალურ ქსელში "ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე. 

სამხარაძე ამტკიცებს, რომ არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა.

"რაც გავარკვიე, ერთი საერთო აქვს ნაცების მიერ ვინოკუროვის შემთხვევაში და დღეს აწეულ თემებს: თუ რომელიმე მათგანს შემოსვლისას რამე შეფერხება შეექმნებოდა, ნაცები ატეხავდნენ ყვირილს, რომ ანტიპუტინისტ ვინოკუროვს, გროზნოს გადაყენებულ მერს და კადიროვის დაჭერილ ბიზნესმენს საქართველოში პრობლემები ექმნება. როცა მათ არავის პრობლემა არ შეუქმნა და ეს სცენარი ჩაუვარდათ, მერე გახდნენ ისინი ლავროვის ნათესავები და დღეს - კადიროველები…

დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა.

სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს - არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია, შემოვიდნენ ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ. დარღვევა რომ რამე ქონოდათ, არავინ შემოუშვებდა.

ანუ სინამდვილეში ისევ ნაცების საზიზღარი პროვოკაცია და დაზომბებული რამდენიმე ათეული აქტივისტის ყალბი პატრიოტიზმია. ჩეჩნების საწვრთნელი ბაზები ქონდათ აქ მოწყობილი აგვისტოს ომის შემდეგ და ჩვენთან ქექავენ სისულელეებს, რა უნდა ველაპარაკო ამ მართლა მოღალატეებს 

რაც შეეხება მათ უზრდელობებს - ყველას დედებს მოვიკითხავ, ვინც ამ უზრდელობის კამპანიაშია ჩართული! "- აცხადებს დეპუტატი სამხარაძე.

გამოცემა „კავკასიური კვანძი“ წერდა, რომ ახმეტხანოვი კომპანია Yug-Oil-ის მფლობელია. 2020 წელს მას ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა უკანონო საბანკო საქმიანობისთვის. ახმეტხანოვის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი "კავკასიური კვანძის" წყაროებმა დაადასტურა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის არის ჩეჩნეთის ავტორიტეტი, მეტსახელად "დაწყევლა".

 

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics