07:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 12:06:33, 1032 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მთავრობის მეთაური ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება.

შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართა, რომელშიც თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მეორე არჩევნების ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics