|
2023-05-30 21:54:58, 816 ნახვა
პოლიტიკა
„დროა“ - საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე უარს ღიად ამბობს
ეს განცხადება არის პირდაპირ კრემლის გზავნილი, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და დეკლარირება იმისა, რომ ქართული ოცნება ემსახურება კრემლის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, - ასე გამოეხმაურა პარტია "დროა" საქართველოს პრეიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლას. დროას განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, ღიად ამბობს უარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე. "ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამიტის წინ, გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე გაიმეორა პირადად პუტინის გზავნილი და უკრაინის ომი დააბრალა ნატოს გაფართოებასა და უკრაინის სურვილს, გახდეს ნატოს წევრი. ეს განცხადება არის პირდაპირ კრემლის გზავნილი, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და დეკლარირება იმისა, რომ ქართული ოცნება ემსახურება კრემლის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, აკეთებს ამ ქვეყნის მტრის საქმეს. ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის გაგრძელებაა - დაუპირისპირდეს ყველა დასავლელ პარტნიორს, მოკავშირეს, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერს, მოაქციოს საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში, დატოვოს რუსეთთან მარტო და ამით გაანადგუროს სახელმწიფოებრიობა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ნიშნავს მეტ იზოლაციას დასავლეთისგან და მეტ დაახლოებას მტერთან - რუსეთთან. შესაბამისად, ამ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ის პასუხი ხელისუფლებისთვის, რომელიც ატარებს მტრის და არა ხალხის ინტერესს, იქნება ერთადერთი - არა რუსულ მთავრობას!", - აღნიშნულია განცხადებაში.
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)