|
2023-05-30 14:24:15, 733 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - კობახიძემ არაფერი რომ არ იცის, გავიგეთ, მაგრამ მათემატიკაშიც ძალიან სუსტი ყოფილა [ვიდეო]
აქ კობახიძე რაღაც მათემატიკურ ანგარიშგებას რომ წარმოადგენდა იმის შესახებ, რომ თურმე, უფრო მომგებიანი ყოფილა რუსეთთან ყოფნა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება, არაფერი რომ არ იცის, გავიგეთ, მათემატიკაშიც ძალიან სუსტი ყოფილა და ფაქტობრივი სისულელეები ილაპარაკა ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს შეკითხვით მიმართა: "აქ კობახიძე რაღაც მათემატიკურ ანგარიშგებას რომ წარმოადგენდა იმის შესახებ, რომ თურმე, უფრო მომგებიანი ყოფილა რუსეთთან ყოფნა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება, არაფერი რომ არ იცის, გავიგეთ, მათემატიკაშიც ძალიან სუსტი ყოფილა და ფაქტობრივი სისულელეები ილაპარაკა იმის შესახებ, რომ თურმე, რა მომგებიანი შეიძლება იყოს ეს ამბავი, მაგრამ მათემატიკა რომ გვერდზე გადავდოთ, რას ეუბნება და რას ეუბნებით, ვინც ტაშს უკრავთ კობახიძეს - რას ეუბნებით გიორგი ანწუხელიძეს, მის შვილებს, შმაგი ანწუხელიძეს?" - განაცხადა ნაცვლიშვილმა. ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და მას მოღალატეობრივი უწოდა. "ძალიან მძიმე იყო საქართველოს პრემიერის სტატუსით მოძრავი ადამიანის განცხადებების მოსმენა მორიგი გლობალური სამიტიდან, სადაც მან არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებასა და სურვილზე გამოხატა უარი, არამედ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხსაც გადაუსვა ხაზი. ძალიან მძიმეა, ისმენდე ასეთ ნათელ, მკაფიო, დიახ მოღალატეობრივ გზავნილებს ასეთ საერთაშორისო ტრიბუნიდან. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ბრიუსელში გააჟღერებს, რა სურს ქართველ ხალხს - არა ხელისუფლებას, რომელიც დროებითი და წარმავალია, არამედ ქართველ ხალხს",- თქვა ნაცვლიშვილმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)