23:09 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 13:24:27, 590 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ოპოზიციას - თქვენ დროშას კი არ სცემთ პატივს, არამედ ეს არის ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა, რითაც ხართ დაკავებული

„ამ დარბაზში საქართველოს სახელმწიფო დროშა არის განთავსებული საპატიო ადგილას და თქვენ რასაც აკეთებთ, დაკეცილ დროშას სკოჩით რომ აწებებთ, პარლამენტში, ეს არის დროშის უპატივცემულობა",- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" წარმომადგენლებს, მათ მიერ  სხდომათა დარბაზში საქართველოს სახელმწიფო დროშის გაკვრის გამო.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია კერპთაყვანისმცემლობით არის დაკავებული.

„ამ დარბაზში სახელმწიფო დროშა არის განთავსებული. დროშას და ამ დარბაზს ეცით პატივი. სკოჩით რომ აწებებთ დროშებს, ეს აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას დროშების მიმართ საერთოდ, იქნება ეს საქართველოს თუ ევროკავშირის დროშა. ეს არის აბსოლუტური ფარისევლობა და სინამდვილეში, თქვენ დროშას კი არ ცემთ პატივს, არამედ ეს არის ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა, რითაც ხართ დაკავებული",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics