00:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 16:05:32, 1351 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - მტერმა კიევს 11 „ისკანდერის“ რაკეტა ესროლა - ყველა სამიზნე განადგურდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსებმა კიევს 11 "ისკანდერის" რაკეტა ესროლეს.

როგორც ზალუჟნი Telegram-ზე წერს, უკრაინამ ყველა მათგანის ჩამოგდება მოახერხა.

"ერთ დღე-ღამეში მტერმა მეორედ განახორციელა სარაკეტო შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე. დაახლოებით, 11:30 საათზე, კიევს ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტებით შეუტიეს. ჩრდილოეთის მიმართულებიდან სულ 11 "ისკანდერის" რაკეტა იყო გასროლილი. ყველა სამიზნე განადგურდა საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით ",- წერს ზალუჟნი.

ცნობისთვის, რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, 11:00 საათის შემდეგ, დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. 11:20 საათზე კიევის ცენტრი აფეთქებების ხმა გაისმა. საჰაერო განგაში იყო ასევე გამოცხადებული ხარკოვსა და ჩერნიგოვში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics