03:16 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-28 16:19:16, 804 ნახვა

პოლიტიკა
ბოტკოველი - ვაღიარებ, „ოცნებაში“ რომ ნგრევის პროცესი დაწყებულია, ეს „ნაცმოძრაობის“ ბრალია

ერთ რამეს ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ბოტკოველი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "სხვის პირად სივრცეში შეჭრა "ნაციონალების" ხელწერაა".

„სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი ახლა, რას გვაბრალებს ირაკლი კობახიძე ვერ მივხვდი, მას ვარჯიში ჩვენ დავაწყებინეთ და მერე გადავიღეთ თუ თვითონ დაიწყო ვარჯიში და მერე გადავიღეთ?!  სამარცხვინოა ასეთი განცხადებები. უკვე აღარც იმალება ის პროცესი, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნგრევის პროცესი დაწყებულია, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა და კობახიძე ივარჯიშებს თუ არ ივარჯიშებს ეს ნამდვილად არ აინტერესებს ამ ქვეყნის მოსახლეობას.

ერთ რამეს ნამდვილად ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, იშლება და ერთმანეთს ჭამენ, ეს კი ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია",- ამბობს  ბოტკოველი.

შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სპორტდარბაზიდან მისი ფოტოების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფოტოები "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, კობახიძემ თქვა, რომ "სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა".

ირაკლი კობახიძე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს თავისუფლების მოედანზე არ დაესწრო. მედიის ინფორმაციით, მმაართველი პარტიის ხელმძღვანელი ღონისძიების დროს სპორტდარბაზში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics