|
2015-01-06 20:39:18, 4695 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: უკრაინას იანვრის ბოლოსკენ ქართველ მინისტრთა ჯგუფი ეწვევა, პრემიერის ვიზიტი კი, შემდეგ იქნება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით, უკრაინას იანვრის ბოლოსკენ ქართველ მინისტრთა ჯგუფი ეწვევა, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კი, ამის შემდგომ განხორციელდება. ამის შესახებ ბერუჩაშვილმა საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "უკრანიაში ვიზიტთან დაკავშირებით გქვონდა დისკუსია რამდენიმე კვირის წინ. იცით, რომ საქართველოს ელჩი იყო ჩამოსული თბილისში. გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები.დავგეგმეთ ჩვენი დღის წესრიგი. ვმუშაობთ, რომ ვიზიტები გაიმართოს კიევში სამინისტროების დონეზე. ეს იქნება დარგობრივი სამინისტროები. შემდგომ ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე.თარიღი ზოგადად დასახელებულია, თუმცა ეს ჩვენს პარტნიორებთან შესათანხმებელია.იანვრის ბოლოსკენ, ალბათ, მინისტრთა ჯგუფი ესტუმრება კიევს, შემდეგი ეტაპი უკვე პრემიერ მინისტრის ვიზიტი იქნება",-აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)