|
2023-05-26 12:45:07, 794 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - კონსტიტუციაში ევროპაა ჩაწერილი, ყოველდღიური ქმედებები და განცხადებები კი, ევროპისგან გვაშორებს
გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა. კონსტიტუციაში ევროპაა ჩაწერილი, ყოველდღიური ქმედებები და განცხადებები კი, ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ისმის კითხვა - "სად გაქრა სიტყვები - ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი". "გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობითა და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი... ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს. დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს... გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არაა მიღებული რუსეთიდან მასიურად შემოსულებისა და მათი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება ან თუნდაც უძრავი ქონების შეძენა და დაწესებული გადასახადების გადაუხდელობა. ასევე, გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა. კონსტიტუციაში ევროპაა ჩაწერილი, ყოველდღიური ქმედებები და განცხადებები კი, ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა - სად გაქრა სიტყვები - ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს, ქვეყნებს რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობასა და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი, მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ხელს ვუწვდით და ვუფრთხილდებით. ჩვენმა წინაპრებმა დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგად იცოდნენ, თუმცა, ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასდროს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება, რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მმართველობის ფორმულა. ყველასთვის გასაგები რომ იყოს რასაც ვგულისხმობ, გავიხსენოთ მოდელირებული ომის ქრონიკა",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)