|
2023-05-25 15:26:09, 606 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ასპინძაში „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციას დაესწრო
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ასპინძაში პარტიულ კონფერენციას დაესწრო. როგორც მან კონფერენციის დასრულების შემდეგ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ სამცხე-ჯავახეთში პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, სადაც გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე განიხილავენ. „სამცხე-ჯავახეთში პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარის არჩევის პროცესი მიმდინარეობს. გუშინ ახალციხე, ადიგენისა და ბორჯომის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეები ავირჩიეთ. დღეს კი, ასპინძაში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრები გაგრძელდება. ყველგან ჩავალთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს ვირჩევთ, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ვისმენთ მათ მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხზე, ვსაუბრობთ დღევანდელ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ. „ქართული ოცნება“ დღეს, პარტიულ კონფერენციებს ახალქალაქსა და ნინოწმინდაშიც გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)