|
2023-05-24 21:41:47, 1440 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტს 2023 წლის პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო [ვიდეო]
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის წევრებს სამინისტროს 2023 წლის პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. აჭარის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მინისტრი მოხსენებით აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე გამოვიდა, სამინისტროს გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და მიმდინარე წლის სიახლეებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის, საქართველოს პარლამენტმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ნინო ნიჟარაძეს სიგელი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ გადასცა. "მეორედ გაიმართა კომიტეტთან მსგავსი სამუშაო შეხვედრა. ამ ტიპის შეხვედრები საკმაოდ პროდუქტიულია ინფორმაციის გაცვლის კუთხით. კომიტეტის წევრებმა დეტალურად მოისმინეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედი პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია და თავადაც გაგვაცნეს ის სიახლეები, რაზედაც აქვთ გარკვეული მიღწევები. მიმდინარე წელს, ასევე ვგეგმავთ: გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდის დაფინანსებას, გაიზრდება დაფინანსება, ვისაც ამოეწურებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის ლიმიტი, დაემატება საკორექციო ორთოპედიული ნაწარმი - ნებისმიერი დონის ორთეზი, გაორმაგდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება, ამოქმედდება ახალი პროგრამა - სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი. დღეის მდგომარეობით, შეიძლება თამამად ითქვას, არ არსებობს სამედიცინო ჩარევა, რომელიც არ ფინანსდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში და თანაგადახდა ასევე არ ფინანსდებოდეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა თითოული მოქალაქის მომართვა არ რჩება ყურადღების მიღმა და კომპეტენციის ფარგლებში ხდება ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღება”, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)