|
2023-05-24 18:21:26, 1960 ნახვა
სხვადასხვა
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ბერნარ არნომ დღეს 11 მილიარდი დოლარი დაკარგა
ფრანგმა ბერნარ არნომ, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) კომპანიების ჯგუფის მფლობელმა, ერთ დღეში 11,2 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. LVMH-ის დამფუძნებელს, რომლის ბრენდებს შორისაა Louis Vuitton-ის ჩანთები, Moet & Chandon შამპანურები და კრისტიან დიორის კაბები, 2023 წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მისი სიმდიდრე გაიზარდა, რადგან ევროპული ფუფუნების საქონლის კომპანიების აქციების ფასები გაიზარდა. სამშაბათს, 23 მაისს, LVMH-ის აქციები 5%-ით დაეცა იმის გამო, რომ აშშ-ს დასუსტებული ეკონომიკა შეამცირებს მოთხოვნას ფუფუნების პროდუქტებზე. ამიტომ არნომ დღეში 11,2 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამავდროულად, მიუხედავად ასეთი დაცემისა, Bloomberg-ის ცნობით, დღეს არნოს ქონება 192 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის კვლავ პირველ ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში. წელს არნოს ქონება 29,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ცოტა ხნის წინ Louis Vuitton Moët Hennessy-ის საბაზრო ღირებულებამ 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რითაც LVMH გახდა პირველი კომპანია ევროპაში, რომელმაც მიაღწია ასეთ მაღალ ნიშნულს. ამან საშუალება მისცა Louis Vuitton-ის მფლობელს, ბერნარ არნოს, Forbes-ის მიხედვით მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გამხდარიყო. ერთი წლის შემდეგ მან მოახერხა მესამე ხაზიდან პირველზე ასვლა. გასულ წელს ბერნარდ არნო ელონ მასკის და Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსს ჩამორჩებოდა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)