16:31 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 15:21:59, 1044 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო ღარიბაშვილს - ირაკლი, თქვენ საქართველოს რუსეთისკენ მიათრევთ - ჩვენ ვიბრძვით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კატარში უბრალოდ ამაზრზენი განცხადება გააკეთა,- ასე აფასებს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.

გონჩარენკოს თქმით, ღარიბაშვილი საქართველოს რუსეთის ფედერაციისკენ "მიათრევს".

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში უბრალოდ ამაზრზენი განცხადება გააკეთა. მას არ სურს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ; წუწუნებს, რომ ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობს (თუმცა სინამდვილეში ბრუნვა იკლებს) და ესაა ერთგვარი მიზეზი საქართველოსთვის, რომ გაზარდოს ვაჭრობა რუსეთთან. რა თქმა უნდა, მან "უკრაინელი პოლიტიკოსები" დაადანაშაულა, რომ მათ სურთ "საქართველო კონფლიქტში ჩაითრიონ".

ირაკლი, თქვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენიც, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით, რომ ეს გამოვასწოროთ, თქვენ კი თქვენ ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ მიათრევთ, რომ მან ყველაფერი დაიკავოს.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვაჭრობას შეეხება - ირაკლი ყიდის თავის თავს რუსეთის საელჩოში და მას სურს, რომ მთელი საქართველო ასე მოიქცეს",- წერს გონჩარენკო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics