14:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 15:14:36, 716 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - რუსული პარტიის პრემიერისგან, ანტონი ღარიბაშვილისგან ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს ვხედავთ

ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან, ანტონი ღარიბაშვილისგან,- ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.

ხაბეიშვილის თქმით, თუ ვინმე აქეზებს ომს საქართველოში, ეს არის „რუსული ოცნება“.

„ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან, ანტონი ღარიბაშვილისგან, რომელიც ამბობს, რომ თურმე უკრაინას, ამერიკას და ცივილიზებულ სამყაროს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. ეს, ცხადია, არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა. თუ ვინმე აქეზებს ომს საქართველოში, ეს არის „რუსული ოცნება“, როცა 100 000 რუსი შემოდის საქართელოში და არ დაგვავიწყდეს, რომ ხვალ შეიძლება პუტინმა თქვას, რომ ამ რუსი მოქალაქეების დასაცავად მივდივარ ახლა მე საქართველოშიო.

როცა ღარიბაშვილი ცივილიზებულ სამყაროზე ლაპარაკობს, ჯობია, რომ მე მგონი, პირი ამოიკეროს ამ მხრივ. აღარ დარჩათ პარტნიორი არსად. სადაც იყვნენ გაერთიანებული, იქიდანაც კი კინწისკვრით გამოვარდნენ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics