14:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 14:30:32, 706 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პრემიერს კატარში არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა

პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა,- ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მეთაურმა ქვეყნის პრიორიტეტებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით "ყველა აქცენტი" გააკეთა.

"პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა. ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, მის პოლიტიკას. პრემიერი მათ შორის შეეხო, ბუნებრივია, იმ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან რაც არის დაკავშირებული... ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი - ჩვენ არ დავსჯით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას",- ამბობს კობახიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics