|
2023-05-23 22:49:48, 705 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ტობიას ელვუდს და საგარეო პოლიტიკის პარტიათაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელს, ლიზა კამერონს შეხვდნენ. შეხვედრა ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში. განხილვის მთავარ საკითხებს შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული ვითარება და საქართველოს სამშვიდობო როლი, საშინაო საკითხები, ოკუპაცია, უსაფრთხოების გარემო, რუსეთიდან მომდინარე პროვოკაციები და ჰიბრიდული საფრთხეები წარმოადგენდა. შეხვედრისას ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მომდევნო სამიტზე და საქართველოს საკითხის აქტუალობის მნიშვნელობაზე. „თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, ნატო-ს მომდევნო სამიტზე და დიდ ბრიტანეთის მნიშვნელოვან როლზე ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. თემთა პალატის საგარეო პოლიტიკის პარტიათაშორის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ბრიტანეთის მთავრობასთან ლობირებაზე ისაუბრეს. განიხილეს საგანმანათლებლო პროექტების გაძლიერების, კიბერ და ციფრული განვითარების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ამ კუთხით მიღწეული პროგრესი და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. „საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების პროცესში მიღწეულ პროგრესზე და ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესის წარმატების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი და წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი და ხათუნა სამნიძე.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)