17:47 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 17:52:21, 1690 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო ორბანს - უკრაინა იბრძოლებს თავისი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე

უკრაინა იბრძოლებს თავისი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე,- ასე ხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კრემლში უნდა უხაროდეთ, რომ უნგრეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთს მოუხსნა პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე.

"უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისთან შეიჭრა. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. კრემლში უნდა უხაროდეთ: უნგრეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთს მოუხსნა პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, იგივე ევროპელი პოლიტიკოსები შარშანაც ამტკიცებდნენ, რომ უკრაინას არ ჰქონდა შანსი, რუსეთის თავდასხმისთვის 72 საათზე მეტხანს გაეძლო.

"ისინი ცდებოდნენ მაშინაც და ახლაც. მტრის წინაშე კაპიტულაციის მომხრეებისგან განსხვავებით, უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას რუსეთის ოკუპაციისგან თავიანთი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე. ეს არის ერთადერთი გზა არა მხოლოდ უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ომში მოგების შანსი არ არსებობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics