|
2023-05-23 17:00:00, 741 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შვეიცარიაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე,რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვისა, თუ მედიკამენტების მიწოდებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, განხორციელებული რეფორმები წარმატებულად შეაფასა. ისაუბრეს დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც და აღინიშნა, რომ რეფორმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა. გარდა ამისა, განიხილეს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს. ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევებიც გააცნო და აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად მუშაობს, იმისთვის, რომ მიმდინარე წელს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას B ჰეპატიტის კომპონენტი დაემატოს. ტედროს ადანომ გებრეისუმმა მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თავის მხრივ, ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წევრები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრი შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 76-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)