15:58 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 16:08:02, 1540 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პოლონეთის დელეგაციას მასპინძლობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის, ტშებნიცას მუნიციპალიტეტის სამედიცინო სფეროს და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, სტუმრებს მადლობა გადაუხადა  ქვემო სილეზიასა და აჭარას შორის მეგობრული ურთიერთობისათვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში არსებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემა გააცნო. 

დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ ბობოვიჩი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე, ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნერიმან ცინცაძე და მინისტრის მოადგილეები",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics